გიორგი კვირიკაშვილი: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი სწრაფად უნდა განახლდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მაქსიმალურად სწრაფად უნდა განახლდეს.
კვირიკაშვილმა პროექტის შეჩერების მიზეზიც განმარტა.
“თქვენ ახსენეთ შემოვლითი რკინიგზა და მე ძალიან მომხრე ვარ, ეს პროექტი მაქსიმალურად ჩქარა განახლდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამ პროექტის შეჩერების მიზეზი იყო არა ერთი დასკვნა ძალიან კომპეტენტური საკონსულტაციო ორგანიზაციების. ეს დასკვნები ადასტურებს, რომ პროექტი, რა სახითაც არსებობდა, ვერ იქნებოდა გამტარუნარიანობის ზრდის მატარებელი. პროექტის მოდიფიცირება გაკეთებულია და მე ვარ მომხრე, მაქსიმალურად ჩქარა განახლდეს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები