გიორგი კვირიკაშვილი: მაქსიმალურად ვეცდებით, არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც კვირიკაშილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბოლოდროინდელი არჩვენების შემდეგ.
“არ ვიცი, რას ემყარება ასეთი კვლევები. თვითონ NDI-ი არის მართლაც მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზიაცია. საკმაოდ ეჭვს იწვევს იმ კომპანიების მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც ჩატარდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რეცეპტორები, რომლებიც სხვა შეგრძნებებს იძლევა საზოგადოებრივი სურათის და მხარდაჭერების, თუმცა მომავალი წინ არის. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები და რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგი იქნება ყველაზე კარგი დამადასტურებელი იმ მხარდაჭერის, რომელიც ჩვენს მთავრობას ექნება. ეს არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბოლოდროინდელი რამდენიმე არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები