გაბაშვილი კვირიკაშვილს: თქვენი მინისტრობის დროს ეკონომიკა შემცირდა, ლარი გაუფასურდა, სიღარიბე გაიზარდა

თქვენ იყავით ეკონომიკის მინისტრი და სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, ლარი გაუფასურდა, სიღარიბე გაიზარდა – ამ სიტყვებით უმცირესობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.
ასევე გაბაშვილმა კვირიკაშვილს კითხვით მიმართა აპირებს თუ არა ის ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას.
“ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია, სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მოხსნაზე და იმდენად სწრაფად, რომ მიზეზების მოფიქრებაც არ აცადა. სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება თქვენს დანიშვნაზე და ესეც იმდენად სწრაფად, რომ დაფიქრებაც არ გაცადათ. თქვენ იყავით ეკონომიკის მინისტრი და სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა, ლარი გაუფასურდა, სიღარიბე გაიზარდა და აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ – იზიარებთ, თუ არა ივანიშვილის განცხადებას რომ მოსახლეობამ ბანკირები დაიქირაოს თუ განსხვავებული მიდგომა გაქვთ?! აპირებთ თუ არა ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას?!”, – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები