გიორგი კვირიკაშვილი: აბაშიძე-კარასინის დიალოგი რისკების შემცირებას ემსახურება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რუსეთთან პრაგმატული დამოკიდებულება რისკების შემცირების საშუალებაა. როგორც კვირიკაშვილმა უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, აბაშიძე-კარასინის დიალოგიც სწორედ რისკების შემცირებას ემსახურება.
“ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის მიღწევა, ისე ნატოს წევრობა. ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ გზაზე არსებობს. რუსეთთან ჩვენი პრაგმატული დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, არის რისკების შემცირების საშუალება იმისათვის, რომ ჩვენს საგარეო, პროდასავლურ ვექტორს არაფერი დაემუქროს. აბაშიძე-კარასინის დიალოგი ემსახურება სწორედ იმას, რომ ამ რისკებმა არ მაიღწიოს იმ დონეს, რომელიც შესაძლებელია გახდეს რისკი საქართველოს პროდასავლური ვექტორისათვის”, – განაცხადა კვირკაშვილმა.