გიორგი კვირიკაშვილი: ტარიფების ზრდა დევალვაციის პირობებში აუცილებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ტარიფების ზრდა დევალვაციის პირობებში აუცილებელია.
“რაც შეეხება ტარიფების ზრდას. ტარიფების ზრდა დევალვაციის პირობებში არის აუცილებელი, რათა ჩვენ არ მოვკლათ კერძო სექტორი. ეს არის ის სისტემა, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა, ეს არის მარეგულირებელი ინსტიტუტების სისტემა, რომელიც წყვეტს ასეთი ტიპის საკითხებს, რათა ზემოგება არ მიიღოს, ერთი მხრივ, კერძო სექტორმა, მეორე მხრივ, შენარჩუნდეს იმ ბიზნესსუბიექტების სიცოცხლისუნარიანობა, რომლებიც ენეგერტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოღვაწეობენ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.