გიგლა აგულაშვილი: 2016 წელი გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით საქართველოს კარგად წარმოაჩენს

მომავალ წელს ბათუმში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია: „გარემო ევროპისათვის”, – ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიებაზე 56 ქვეყნის დელეგაცია – საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
“მომავალ წელს ბათუმში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია: „გარემო ევროპისათვის”, ეს არის მინისტერიალი, რომელშიც 56 ქვეყნის დელეგაცია – საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ გარემოს დაცვის სფეროშიც საქართველოს აქვს სურვული, რეგიონალური ფუნქცია შეითავსოს. ძირითადი საკითხები იქნება: მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და გავლენა ჯანმრთელობაზე, განათლება მდგრადი განვითარებისათვის. მოწვეული იქნება 900-მდე დელეგატი. მოეწყობა 40-ზე მეტი პარალელური ღონისძიება და ასევე, ორი გამოფენა. ვფიქრობთ, რომ 2016 წელი კარგად წარმოაჩენს საქართველოს ამ ნიშნითაც”, – განაცხადა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები