გიორგი კვირიკაშვილი: სამთო მიმართულება არის და იქნება ჩვენი მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი
სამთო მიმართულება არის და იქნება ჩვენი მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წელს, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 5 800 000-ს მიაღწია.
„სამთო მიმართულება არის და იქნება ჩვენი მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. წელს, პირველად მოხერხდა, რომ დეკემბრის დასაწყისში, სეზონი გაიხსნა. მათ შორის, გუდაურში გათოვლიანების სისტემა შარშან დავამონტაჟეთ. ამ მიმართულებას უდიდესი ყურადღება მიექცევა.
წელს, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 5 800 000-ს მიაღწია. ეს არის 7%-იანი ზრდა იმ პირობებში, როდესაც ყველგან ჩვენ გარშემო არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციაა. კოხტასთან არის დაკავშირებული ჩვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები – თხილამურებზე ფეხი აქ ავიდგით. ჩვენი მომავალი თაობა კიდევ ამ სათხილამურო ტრასებზე გაიზრდება და ჯანმრთელობას გაიმყარებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა ბაკურიანში განახლებული კოხტას გახსნისას განაცხადა.