პროკურატურა: ჟვანიასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მასალა ავთენტურია
მთავარი პროკურატურა ზურაბ ჟვანიასთან და რაულ უსუპოვთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მასალის ავთენტურობას ადასტურებს. როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურ დოლიძემ განუცხადა, გავრცელებული კადრები ავთენტურია, ვინაიდან მსგავსი კადრები მოიპოვება საქმის მასალებშიც. “კადრები რომლებიც გავრცელდა ავთენტურია, ვინაიდან მსგავსი კადრები საქმის მასალებშიც მოიპოვება”, – აცხადებს დოლიძე. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით აიტვირთა.