გოგლა ჟვანიას გარდაცვლილი ძმის კადრები პირველად ადეიშვილმა აჩვენა
გოგლა ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრებთან დაკავშირებული კადრების ნაწილი მას ყოფილმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა აჩვენა, ნაწილი კი ყოფილი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დროს ნახა. როგორც „კვირას“ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა, მას ყოფილ პროკურორთან მურთაზ ზოდელავასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
„კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩემთვის უცნობი არ იყო და ის ნანახი მქონდა. თუმცა, ამ კადრების ნაწილი ყოფილი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დროს ვნახე, ხოლო ნაწილი – ყოფილი პროკურორის არჩილ კბილაშვილის დროს“, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
თუმცა, გოგლა ჟვანიამ „კვირას“ არ დაუკონკრეტა, კერძოდ, რომელი პროკურორის დროს რა კადრები გახდა მისთვის ცნობილი.