2015 წლის „ივერიის“ ლაურეატები 2016 წლის 3 მარტს დაჯილდოვდებიან

„ქართული ელიტის“ პოეტები – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“ უკვე წელიწადი მეორე მიმდინარეობს, რომელიც ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით.
პროექტში პროზა-პოეზიის, ხატწერის, მხატვრობის და ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია გახლავთ. პროექტი თვეში ერთხელ იმართება – წელიწადში 12 ღონისძიება ტარდება. ყოველთვის მონაწილეობს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანი (ე.წ. შშმპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), ერთი მსჯავრდებული (პატიმრები) სხვა ხუთი პოეტი.
„აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანების (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) და მსჯავრდებულების (პატიმრების) რესოციალიზაცია-ადაპტაციას, საზოგადოებისთვის მათ გაცნობას და ცხოვრების შემდგომ მოტივაციას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, მათი სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სხვა ცნობილი პოეტებისა და მწერლების ხელოვანების და საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით.
აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ითვალისწინებს ყველა თაობისა და ასაკის პოეტებისა და ხელოვანების მონაწილეობას.
პროექტის მსვლელობის დროს მონაწილე ხატმწერების, მხატვრების და ფოტოხელოვნების შემოქმედება გამოიფინება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ამ სფეროში მოღვაწე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებების შემოქმედებაც. შემოსული მასალები – შემოქმედება, იბეჭდება ჟურნალ „ქართულ ელიტაში“, „განსაკუთრებულ ჟურნალში“ და სხვა აღნიშნული პროექტის პარტნიორ გამოცემებში, მათ შორის „ქართულ სიტყვაში“. წლის ბოლოს, ავტორთა ბიოგრაფიებთან ერთად იკინძება ერთი მთლიანი წიგნი, სადაც შედიან მხოლოდ აღნიშნული პრემიის ლაურეატები… სულ, ერთი წლის მანძილზე, მონაწილეობს 12 ხატმწერი, 12 მხატვარი, 12 ფოტოხელოვანი, 84 პოეტი-მწერალი.
პროექტმა მისი უწმინდესობის სურვილიც აასრულა – აღადგინა ხალხოსნობა და ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ხვდებიან ხალხს ქართველი პოეტები, უკითხავენ საკუთარ შემოქმედებას და საუბრობენ საინტერესო თემებზე. ასევე, ყველა ქალაქში, სადაც პროექტი განხორციელდა, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ქართველი პოეტები რგავენ ხის, – ბზის ნერგებს – „დარგე ხე“.
2015 წლის პროექტის ნომინანტები გამოვლინდებიან 2016 წლის 2 მარტს, რაც ტრადიციად დამკვიდრდება, რადგან ილია ჭავჭავაძემ გაზეთი „ივერია“ პირველად 3 მარტს გამოსცა (1877 წელი).
აღნიშნულ ტურს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული ვალერი არქანიას სახელობის „არტგალერეა“ მასპინძლობს (დ. უზნაძის 68).
მონაწილეები – პოეტები და მწერლები: მიმოზა ცანავა, რევაზ მიშველაძე, ცირა ანთია, თენგო ხაბეიშვილი, რობერტ მესხი, ჯუბა ღებელი, მაია ხოფერია. ხატმწერი – შალვა გერაძე, მხატვარი – გიორგი ხახუტაშვილი, ფოტოხელოვანი – მიხეილ როსტომაშვილი“, – განაცხადა პრემიისა და პროექტის დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
პროექტი დაიწყო 2013 წლის 28 ნოემბერს და ეს უკვე წელიწადი მეორეა. პროექტს ახორციელებს საგამომცემლო სახლი „ქართული ელიტა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები