პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა გადაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას ხელი მოაწერა. მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგახსენებთ, რომ შემოსულია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამდენად, ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.