საქალაქო სასამართლოში ირაკლი კაკაბაძისა და ბეჟან გუნავას მხარდამჭერები პროცესის დაწყებას ელოდებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი კაკაბაძისა და ბეჟან გუნავას სასამართლო პროცესის დაწყებას მათი მეგობრები და პოლიტიკური პარტიის წევრები ელოდებიან.
როგორც „კვირას“ საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, სასამართლოს კანცელარიაში ბეჟან გუნავას საქმის დოკუმენტაცია უკვე შევიდა.
რაც შეეხება ირაკლი კაკაბაძის საქმის შესახებ შესაბამის მასალებს, სასამართლოში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კაკაბაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კაკაბაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გამოეხმაურა კაკაბაძის დაკავებას და ლევან მურუსიძის დანიშვნას.
“როგორც სააკაშვილს სჭირდებოდა მონა მოსამართლეები, ასევე სჭირდება თავისი მორჩილი მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილსაც. ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, დაინიშნოს მურუსიძე”, – განაცხადა კუკავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები