სამების საკათედრო ტაძარში ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი იმყოფებიან

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქის აღსაყდრების 38-ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი და აღნიშნულ პოსტზე ახლად წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.
ისინი ტაძარში ოჯახებთან ერთად იმყოფებიან. საღმრთო ლიტურგიას ასევე ესწრებიან მთავრობის სხვა წევრებიც-განათლებისა და გარემოს დაცვის მინისტრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები