დავით უსუფაშვილი: ვეცდებით, ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს ახალი მთავრობა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის, პრემიერობის კანდიდატს კი წარმატებას უსურვებს.
როგორც უსუფაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ახალ წლამდე საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავდეს.
„მინდა ჩემს მეგობარს – ირაკლი ღარიბაშვილს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის პრემიერ – მინისტრობის პოსტზე, ასევე მინისტრობის პოსტზე მუშაობისთვის, ოპოზიციაში ერთად ბრძოლისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ.
მე მინდა გიორგი კვირიკაშვილს ვუსურვო წარმატებები. კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა საერთო კოალიციურ კანდიდატად. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს ახალი მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა მას  სრულ ნდობას უცხადებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები