გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე
ვეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ღარიბაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის.
„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც იგი იყო პრემიერ-მინისტრი. ასევე იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. მადლობა მინდა ასევე ვუთხრა უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის ასრულებაში“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა.