ირაკლი ღარიბაშვილი: ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი

„ყოველთვის ვცდილობდი, გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი და ა.შ.” – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
“რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ჩემს გამოსვლაში ყველაფერი ნათელი იყო, მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი. როგორც ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის სწორი დრო შევარჩიე. ჩემი პრინციპი ცხოვრებაში ყოველთვის იყო ასეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი, გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი და ა.შ. ასე, რომ მე ვფიქრობ, სწორი დრო შევარჩიე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები