ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნება–დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ახლა უბრალოდ დასვენებას აპირებს.
„ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს გვაჩვენებს დრო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან წარმატება უსურვა მომავალ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.