უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას წარუდგენს

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე პრეზიდენტისთვის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ერთობლივი განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთეს.
“საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინოს”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები