ოთარ ჩრდილელი: უხერხულად მეჩვენება, ჩვენი პარტნიორი პარტიის ლიდერისგან, ასეთი განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდება, სოციალური ქსელით ეხმაურება.
ჩრდილელის შეფასებით, ბერძენიშვილის განცხადება უხერხულია.

„ყველას აქვს, სუბიექტური აზრის დაფიქსირების საშუალება,
თუმცა, პირადად მე, უხერხულად მეჩვენება, ჩვენი პარტნიორი პარტიის ლიდერისგან, ასეთი განცხადება. მითუმეტეს, რომ საუბარია პარტია ,,ქართული ოცნების,, თავმჯდომარეზე“, – წერს ოთარ ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის თქმით, ღარიბაშვილის ბედი მისთვის მანამდე იყო საინტერესო, სანამ მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.
“მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად, რადგან ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ მისი გადადგომის მიზეზებსაც. აქ რაღაც ლოგიკა ვერ დავიჭირე. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ბევრი საუბარია, თუ სად წავა ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის საინტერესო იყო მანამ, სანამ ის იყო პრემიერ-მინისტრი. დანარჩენი არის მისი პირადი ბედი. ეს ჩემს სურვილებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები