თამარ სანიკიძე პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებს ასახელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადასტურებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატია. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, თამარ სანიკიძის თქმით, ამის შესახებ განცხადებები კოალიციიდან უკვე გაკეთდა.
“რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, ბატონი კვირიკაშვილი, ბახტაძე, თუ არ ვცდები, დიმიტრი ქუმსიშვილზეც იყო საუბარი. ეს არის კოალიციის გადასაწყვეტი, მმართველი პარტიაა, მას აქვს ეს პრეროგატივა, უფლება. რა თქმა უნდა, იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ნამდვილად ყველა მონდომებულია, რომ გადაწყვეტილებები იყოს ძალიან სწრაფად მიღებული”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები