„პრემიერობის კანდიდატებიდან ყველაზე რეალური გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა“

„პრემიერ- მინისტრობის კანდიდატებიდან ყველაზე რეალური გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა“, – აღნიშნული განცხადება კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს საკმარისი გამოცდილება და საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდიდან გარკვეული საერთაშორისო კონტაქტებიც აქვს.
„დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, ვინაც შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლოს. მე მგონია, რომ გიორგი კვირიკაშვილი კარგი კანდიდატურაა. მას აქვს გამოცდილება, მშრომელია. საგარეო საქმეთა მინისტრობიდან კი აქვს გარკვეული საერთაშორისო კონტაქტებიც“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
კონსტიტუციონალისტმა მთავრობაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელი აღმასრულებელი მთავრობის სერიოზული პრობლემაა ის, რომ მათ გუნდურობა აკლიათ. „აჭრილი სისტემაა. სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და სხვადასხვაგვარად ფიქრობენ“,- აღნიშნა ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები