აბაშიძესა და კარასინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან დიალოგში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების საკითხები განმარტა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას ასევე განიხილეს სხვა საკითხებიც, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს ეხებოდა.