წერეთელზე 21 წლის მამაკაცი დაჭრეს
წერეთელზე 21 წლის მამაკაცი დაჭრეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108 მუხლით აღიძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. როგორც ადილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, დაზარალებულთან გვიან ღამით მეგობრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შემთხვევის შესახებ პოლიციაში დარეკეს. ექიმებს და სამართალდამცველებს დაჭრილი ახალგაზრდა მარტო დახვდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.