გამოძიებამ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული პაპიძის მეგობარი მამაკაცი დაკითხა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ მისი ოჯახის წევრები და მეგობარი მამაკაცი დაკითხა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ავრცელებს.
ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს.
ამასთან, პროკურორების ინფორმაციით, პაპიძემ მკვლელობის შემდეგ სახლიდან შვილის ფოტოსურათებიც გადაყარა.
თავად პაპიძე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.
მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 2016 წლის 10 თებერვალს, 12.00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები