მაგდა პაპიძე: პოლიციაში მცემეს, გამხადეს ტანსცმელი და ძალადობას შეეცადნენ

პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს – ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი მტკიცებით, დაკავების შემდეგ მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
“პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს. გამხადეს ტანსცმელი და ძალადობას შეეცადნენ. ვინმე ნიკა რომ არ ყოფილიყო, პოლიციის თანამშრომლები სასტიკად მაწამებდნენ. მცემეს სახეში და თავში, ასევე თირკმელებში და ფეხებზე. მე ამ პირებს ამოვიცნობ, თუმცა სახელი და გვარები არ ვიცი “, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის წარმომადგენლებს განცხადებაზე ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდა. პროკურორის თქმით, ისინი მაგდა პაპიძის განცხადებებს შეისწავლიან.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები