პროკურატურა ფლობს მტკიცებულობას ვიდეოს სახით, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს

არსებობს ვიდეო, თუ როგორ ყრის მაგდა პაპიძე სისხლიან ტილოებს, – ამის შესახებ პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოსამართლე მაგდა პაპიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისი ოჯახის წევრებმა და მეგობარმა მამაკაცმაც მისცა, რომელიც მისი მეზობელია.
ამასთან, პროკურორების ინფორმაციით, პაპიძემ მკვლელობის შემდეგ სახლიდან შვილის ფოტოსურათებიც გადაყარა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ 5 წლის ბავშვი გაგუდულია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს.

წყარო: “რუსთავი 2”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები