რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს 23 დეკემბრიდან სავიზო რეჟიმს უმარტივებს

23 დეკემბრიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს უმარტივებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მითითებული.
„23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გააფორმონ საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა მოწვევა გამოგზავნილი ახლო ნათესავის ან სხვა რომელიმე პირის მიერ“, – ნათქვამია ამ განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს. პუტინმა ეს განცხადება, ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების დადებითად შეფასებამდე, ერთი დღით ადრე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები