კახა კალაძე: როგორც საკუთარმა, ისე შემძრა მისმა ტრაგედიამ

ირინა ენუქიძე თავისი ტრაგიკული გმირობით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, როგორც სიმბოლო დედის, მებრძოლი ქალის, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრის თქმით, ირინა ენუქიძის ბრძოლამ არამარტო სანდროს მკვლელობა, არამედ ძალადობის ყველა მსხვერპლის ტრაგედია გამოიტანა სააშკარაოზე.
“როგორც საკუთარმა, ისე შემძრა მისმა ტრაგედიამ… ირინა ენუქიძე თავისი ტრაგიკული გმირობით სამუდამოდ შევიდა ისტორიაში – როგორც სიმბოლო დედის, მებრძოლი ქალის. პირადად ჩემთვის გირგვლიანის მკვლელობა იყო წყალგამყოფი სახელმწიფოსა და რეჟიმს შორის. სანდროს და ირინას ტრაგედიამ გააშიშვლა ყველა ის არანორმალური, არაჯანსაღი პროცესი, რაც დემოკრატიის შირმის უკან ხდებოდა. ირინა ენუქიძის ბრძოლამ არამარტო სანდროს მკვლელობა, არამედ ძალადობის ყველა მსხვერპლის ტრაგედია გამოიტანა სააშკარაოზე და რეჟიმს ჩამოხსნა ნიღაბი. დღეს კიდევ ერთხელ- ჩვენ, საქართველოს მოსახლეობამ მოწიწება და პატივისცემა გამოვხატეთ მის მიმართ!”,-წერს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები