“ჰელმანდის პროვინციაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ქართველი ჯარისკაცები არ იმყოფებიან”

ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ქართველი ჯარისკაცები არ იმყოფებიან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
“ჩვენ ვართ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში არ ვართ, იქ ქართველი სამხედროები არ არიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ავღანეთში, სადაც ჩვენ ვართ, სიმშვიდეა, იქ არის ომი და ჩვენ – ყველამ ვიცით, რომ იქ არის ომი“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციის სტრატეგიულ ქალაქ სანგინში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები