შოთა ღვინერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დანიელ სილვერბერგს და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივი კომიტეტის წარმომადგენელს ველს ბენეტს შეხვდა.
შოთა ღვინერიამ ამერიკელ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე, ამ მხრივ საქართველოს მოლოდინებსა და აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. საუბარი შეეხო აღნიშნული პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებსაც.
შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და დაინტერესება გამოხატა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების, ასევე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული საკითხების მიმართ.
დანიელ სილვერბეგმა და ველს ბენეტმა ქართულ მხარეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მზაობა გამოთქვეს, რომ კონგრესში აქტიურად დაუჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ინიცირებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები