„ვახტანგ კაპანაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა ის გარემოება, რასაც ამ დრომდე ამტკიცებს პროკურატურა“

ე.წ. კაბელების საქმის პროკურორ ნინო აღლემაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ვახტანგ კაპანაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა ის გარემოება, რასაც ამ დრომდე ამტკიცებს პროკურატურა. მისი თქმით, კერძოდ ის ფაქტი, რომ კომპანია „სპეცკავშირმშენმა“ თავდაცვის სამინისტროს უფასოდ შესთავაზა ქონება, რომელშიც შემდეგ მილიონობით ლარი იქნა გადახდილი.
“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ვახტანგ კაპანაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა ის გარემოება, რასაც ამ დრომდე ამტკიცებს პროკურატურა, კერძოდ, ის ფაქტი, რომ კომპანია „სპეცკავშირმშენმა“ თავდაცვის სამინისტროს უფასოდ შესთავაზა ქონება, რომელშიც შემდეგ მილიონობით ლარი იქნა გადახდილი. რაც შეეხება იმ საკითხს, „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შეესაბამეობდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს მიზნებს, აღნიშნულზე მოწმე არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, ვინაიდან აღნიშნული არ შედიოდა მის ფუნქციურ ვალდებულებებში; სახელმწიფო ბრალდებას აქვს დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ თავდაცვის სამინისტროს შენაძენი, არათუ არ შეესაბამებოდა სამინისტროს მიზნებს, არამედ არ იყო ეკვივალენტური მასში გადახდილი თანხის“,- განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ბრალდების მოწმის სახით დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები