„მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, გაატაროს პრევენციული პოლიტიკა, რომ საქართველო ნაკლებად დაზარალდეს“

“ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი – დოქტრინას“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ზარქუამ „პირველ პრესკლუბში“ იმ საგარეო გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებას უკავშირდება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი პრევენციული ზომები უნდა გაატაროს, რათა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო არ დაზარალდეს. „ისევ გრძელდება საგარეო გამოწვევები. საერთაშორისო ასპარეზზე ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა და 36,2 დოლარი შეადგინა, რაც ბუნებრივია ასახვას ჰპოვებს ჩვენს ძირითად პარტნიორ ქვეყნებზე, რომლებსაც ძირითადი შემოსავალი ნავთობიდან აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია აზერბაიჯანი. ბუნებრივია, შესაბამისად, სანავთობო ფასები როცა კლებულობს, ეს ასახვას პოულობს აზერბაიჯანის შემოსავალზე, ეს პირდაპირ ასახვას პოვებს მის სავალუტო ნაკადებზე. იცით რომ აზერბაიჯანში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მცურავ რეჟიმზე გადასულიყო აზერბაიჯანული მანათი, რაზეც შესაბმისი რეაგირება მოახდინა აზერბაიჯანულმა მანათმა, ის გაუფასურდა რამდენიმე საათში და ალბათ, ეს გაგრძელდება კიდეც. ბუნებრივია, ეს ასახვას ჰპოვებს საქართველოზეც, საგარეო ვაჭრობაზე, დინამიკაზე, ასევე სავალუტო გაცვლებზე, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ მიიღოს ადეკვატური ზომები, გაატაროს შესაბამისი პრევენციული პოლიტიკა, რომ საქართველო ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეს ამ პროცესებიდან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, დღეს ეკონომიკური პარამეტრები და ხელისუფლებიდან ბიუჯეტის ხარჯვა თანაბარია, შესაბამისად, შიდა საფრთხეები ეროვნულ ვალუტას, ინფლაციას არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები