“ადამიანი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, აფინანსებს ალეკო ელისაშვილის წივილ-კივილს”

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავას თქმით, ვანო ჩხარტიშვილის ოფისთან იმართება ინფორმაციული და მშვიდობიანი აქცია, რომლის მიზანი და მოთხოვნაა, არ მოხდეს ვანო ჩხარტიშვილის ხელისუფლებასთან დაახლოება.
“შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას და მთავრობას, ვინ არის ვანო ჩხარტიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის ანაბრები მოიპარა და ამის შემდეგ გახდა ბიზნესმენი! ადამიანი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ უფრო გამდიდრდა! ადამიანი, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, აფინანსებს ალეკო ელისაშვილის წივილ-კივილს, პოლიტპატიმრებისათვის ჩრდილის მიყენებას და, მეორე მხრივ, ტვინს ურევს საქართველოს პრეზიდენტს, რაც უკვე ნათლად გამოჩნდა ბევრ შემთხვევაში.
მას ასევე ერთი წლის წინ ჰქონდა მცდელობა, გადაებირებინა პრეზიდენტი, რათა შეექმნათ პარტია და მოსულიყო ხელისუფლებაში, ეს არ გამოუვიდა, საბედნიეროდ, ახლა ის ცდილობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს და ამისთვის არ იშურებს არც ფინანსებს და არც აფერისტობას! მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ არ გაეხვიოს ვანო ჩხარტიშვილის ავანტიურაში! ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნების დროს მას ჩააბაროს გურიის საარჩევნო ოლქი, მასაც მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ამ ავანტიურისტი ადამიანის რამენაირად მთავრობასთან დაახლოებისგან!
ასევე მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს ანაბრების თემით და დაიწყოს სამართლებრივი დევნა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც მოიპარა საქართველოს მოსახლეობის მიერ შეტანილი ანაბრები, რომლის დაბრუნებასაც გვპირდებოდა მთავრობა!”, – განაცხადა გაბედავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები