“ირინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბევრად ადრე დასრულდებოდა უსამართლობა”

ირინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბევრად ადრე იქნებოდა უსამართლობის დასასრული, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ – ია მეტრეველმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არ დასჯილან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობაში. „ირინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბევრად ადრე იქნებოდა უსამართლობის დასასრული. ასევე, არ იქნებოდა დღეს იმაზე საუბარი, რომ მურუსიძე შეიძლება იყოს უვადო მოსამართლე და არჩეული იყოს საბჭოს წევრად. არც იმ დანარჩენებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დასჯილები, რომლებიც მონაწილეობდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში და ასევე, ჩემი შვილის მკვლელობაში“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.
ამასთან, ია მეტრეველი აცხადებს, რომ ე.წ. კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლები დღეს კიდევ ზეწოლას ახორციელებენ და სამართალიანობა ბოლომდე არ არის მიღწეული. „დღეს მდგომარეობა საქართველოში, სამწუხაროდ, არის ჯერ კიდევ ისეთი, რომ „ნაცმოძრაობის“ ნარჩენები, ე.წ. კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლები დღეს კიდევ ზეწოლას ახორციელებენ ჩვენზე და სამართალი ჯერ კიდევ სრულად ბოლომდე არ არის მიღწეული“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, თამარ მეფის სახელობის ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები