„ერთმანდატიანი ოლქების დატოვების დროს 50% – იანი ბარიერი მიცვალებულზე გვირგვინია“

„ბუნებრივია, მაღალი ბარიერი მაღალი ლეგიტიმურობაა და უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტია. ეს პოზიტივია, მაგრამ თავად სისტემა არის ნეგატიური“, – აღნიშნული განცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თამჯდომარემ მამუკა კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო ბარიერის 50%-ით გაზრდის საკითხზე კომენტირებისას გააკეთა.
კაციტაძის განცხადებით, მაჟორიტარული არჩევის წესი უნდა გაუქმდეს.
„ ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით საქართველოში ისეთივე შერეული ტიპის საარჩევნო სისტემის დატოვებას, როგორიც გვაქვს. ერთპალატიან პარლამენტში პროპორციულისა და ერთმანდატიანი მაჟორიტარულის ერთად ყოფნას, იმიტომ რომ ის არღვევს მიღებული ხმებისა და მანდატობის თანაბრობას, არღვევს სპეციფიკას, ისტორიას და ქვეყნის ტრადიციას და არღვევს მთავარს, კონსენსუსს პოლიტიკურ ძალთა შორის. ის, რომ არითმეტიკულად გაათანაბრეს ოლქები, ეს არაფერს ნიშნავს. პრინციპულად ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთმანდატიან ოლქებზე და მის ბარიერზე, 30%-იანი იქნება, 40 თუ 50-იანი, საუბარს არ ჩავყვებით. ერთმანდატიანი ოლქების დატოვების დროს 50 %-იანი ბარიერი არის მიცვალებულზე გვირგვინი“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები