„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე გახდა

პარტია „ახალმა მემარჯვენეებმა“ მე-7 რიგგარეშე ყრილობა ჩაატარეს. ყრილობაზე დელეგატებმა 4 წლის ვადით პარტიის თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს.
როგორც კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ეს პარტიაში ერთადერთი სიახლე არ არის, „მემარჯვენეებმა“ ამავე ყრილობაზე პარტიის ახალი გენერალური მდივანიც აირჩიეს. პოსტი პარტიის შიდა ქართლის კოორდინატორმა იოსებ ბორცვაძემ დაიკავა.
„ამით ჩვენ განახლებასთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადავდგით. ამ ორი საკადრო ცვლილების გარდა ცვლილებები მოხდა პარტიის მთავარ კომიტეტში და როგორც რეგიონებში, ასევე ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ახალი სახეები გამოჩნდნენ“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
ბორცვაძის განცხადებით, პარტია არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და ახალ პროგრამაზე მუშაობს.12404628_1097576756953834_1919777858_n
„ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ჩვენს პროგრამაზე, ჩვენ ყოველთვის გვქონდა კვალიფიციური პროგრამა და ამით ყველა პოლიტიკური ძალისგან გამოვირჩეოდით. პროგრამაში მთავარი აქცენტები სოციალურ მიმართულებაზე, განათლებაზე და ეკონომიკაზე გაკეთდება. ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია განათლებასთან. განათლებაში ინვესტიცია ნიშნავს ინვესტიციას მომავალში. განათლებით უნდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები. ჩვენ ზუსტად ეს პროგრამა გაგვაჩნია“, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა იოსებ ბორცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები