გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფის ორდენით სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ჯილდო გურამ გირგვლიანს გადასცა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ირინა ენუქიძე ჰუმანურობის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა.
“განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა ქალბატონი ირინა ენუქიძით დავიწყე. ირინა გახდა სიმბოლო ჰუმანურობის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის. ეს იყო მორალური ბრძოლა. მას მოუკლეს შვილი და ის იბრძოდა, რომ ჩვენი შვილები გადარჩენილიყვნენ. მან ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა და თავი შესწირა ამ ბრძოლას,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2015 წელი ქალთა წლად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები