კახა კალაძე: აფხაზები რუსეთში ელექტროენერგიას ვერ გაყიდიან, რადგან ხაზს ჩვენ ვაკონტროლებთ

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ენგურჰესი მეტ ელექტროენერგიას იღებს, ვიდრე ადრე იღებდა და აღნიშნულ ელექტოენერგიას კრასნოდარში ყიდის, რამაც ერთგვარი კორუფციული სახე მიიღო, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა.
კალაძის განმარტებით, ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებს, ქართული მხარის მიერ კონტროლდება.
„იმდენ ელექტროენერგიას ვაწვდით, რამდენიც საჭიროა მათი მოხმარებისთვის, თუმცა ბოლო წლებში გაზრდილია მოხმარება. ფიზიკურად რუსეთში ვერ გაყიდიან, რადგან ხაზს, რომელიც აფხაზეთს რუსეთთან აკავშირებთ, ჩვენ ვაკონტროლებთ. ასე რომ, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ენგურჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% საქართველოს კონტროლორებად ტერიტორიაზე ნაწილდება, 40%-ს კი ოკუპირებული აფხაზეთი მოიხმარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები