მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი დღეს 17:00 გაიმართება.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე შსს-მ რამდენიმე დღის წინ დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით კი შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალის წარდგენიდან 24 საათში უნდა მიმართოს. სასამართლო კი ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე 24 საათში იმსჯელებს.
ბრალდებულის ადვოკატის ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, მაგდა პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული -ჩაქუჩი საცხოვრებელი სახლის სხვენის შესაკეთებლად შეიძინა.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ მან გარდაცვლილი მეუღლე და შვილი მას შემდეგ ნახა, რაც ოჯახის წევრებს დააგვიანდათ და მათ საძებნელად გავიდა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, პაპიძე ამბობს, რომ სახლიდან გასულმა მეუღლეს, რომელიც სადარბაზოსთან ნასვამ მდგომარეობაში დაცემული იყო, ფეხი წამოკრა, ამის შემდეგ კი ყვირილი დაიწყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები