“ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 522 მილიონის ინვესტიცია იქნა განხორციელებული ენერგეტიკის დარგში”

ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, როგორც ენერგეტიკის დარგში, ასევე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მომავალი წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს და უფრო მაღალი იყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა.
“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ქვეყანაში, როგორც ენერგეტიკის დარგში, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა მიმართულებებით. პრობლემები რა თქმა უნდა არის, ყველაფერი დალაგებული არაა, ვფიქრობ, რომ მომავალი წლების განმავლობაში ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს, უფრო მაღალი იყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. წინსვლის თვალსაზრისით ბევრი მიმართულებაა, რომ შევხედოთ უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, ლიდერობს კავშირგაბმულობა, ტრანსპორტირება, მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკა, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 522 მილიონის ინვესტიცია იქნა განხორციელებული ენერგეტიკის დარგში. ეს მომავალშიც გაგრძელდება რადგან ძალიან დიდი რესურსები და შესაძლებლობებია ამ დარგის განვითარებაში”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები