პაატა ბურჭულაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი არ დაუჭირონ

მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, – ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი არ დაუჭირონ.
“საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამართლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს – გირგვლიანის საქმის მოსამართლის ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებასთან ერთად, გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემას, იმ აუცილებელი რეფორმის ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი.
მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები