ცენტრალურ მაგისტრალზე წყალდიდობამ საგზაო მონაკვეთი დააზიანა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებს და სტიქიის შედეგად ის განმეორებით დაზიანდა.

ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ინტენსიურად წვიმს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. წყლის დონის დაწევასთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყება წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები