თამარ სანიკიძე NDI-ის კვლევაზე: ტენდენცია ზუსტად იგივეა, რაც წინა კვლევებში იყო

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტენდენცია ზუსტად იგივეა, რაც წინა კვლევებში იყო. როგორც სანიკიძე აცხადებს, გამჭვირვალე და დახვეწილი კვლევის მოლოდინი არ ჰქონია.

„რომ გითხრათ, უფრო გამჭვირვალე და დახვეწილი კვლევის მოლოდინი გვქონდა, ასე არ არის, რადგან ტენდენცია ზუსტად იგივეა, რაც წინა კვლევებში იყო.

დაწვრილებით ვერ გავეცანი, თუმცა, იყო იქ რამდენიმე თვალში მოსახვედრი თემატიკა. მაგალითად, როგორიც იყო პროცენტული მაჩვენებლები, იგივე პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია მივხედოთ იმ საქმეს, რომელსაც ვემსახურებით და უფრო მნიშვნელოვანია ალბათ.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ძირითად ტენდენციას აჩვენებს, ისმება კითხვა, რამდენად სწორად აჩვენებს ის, მაგრამ მეორეა საერთაშორისო ანგარიშები, სადაც შედეგების მიხედვით დევს ის ინფორმაცია, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ასეთ ანგარიშებში უკვე დამოწმებული ინფორმაცია ბევრად მნიშვნელოვანია და ბევრად უფრო პოზიტიური”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი კვლევა წარადგინა, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა პროცენტულმა მაჩვენებელმა იმატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები