მთავრობა “აბრეშუმის ციფრული გზის” პროექტს განახორციელებს

„საქართველოს მთავრობა “აბრეშუმის ციფრული გზის” პროექტის განხორციელებას გეგმავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტი დაახლოებით 150 მილიონი დოლარი დაჯდება, რომელსაც ფონდი “ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებენ.

“ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ საყოველთაო ინტერნეტიზაცია. ვფიქრობ, ეს არის უპრეცედენტო, დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ოდენობის პროექტი, რომელსაც ფონდი “ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებენ. ჩვენ გვაქვს გამიზნული, დავიწყოთ მუშაობა “აბრეშუმის ციფრული გზის” პროექტზეც.

ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენები, რომელიც გადის საქართველოზე, იყოს უფრო რაციონალურად გამოყენებული. აღნიშნული პროექტი ჩვენს ისტორიულ მისიას კიდევ ერთ განზომილებას შესძენს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები