დავით საგანელიძემ ჩინეთის ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უწყებაში შეხვედრა გამართა

ჩინეთში ქართულმა დელეგაციამ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით ჩინეთის ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის უწყებაში შეხვედრა გამართა. მხარეებმა სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა პროექტში ერთობლივ თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის საკითხიც განიხილეს.

დელეგაციის წევრები ჭუხაის „თუნგლინგის“ საერთაშორისო ვაჭრობისა და ღვინის ინდუსტრიულ კორპორაციას ესტუმრნენ. კორპორაცია პროვინციაში ღვინის უმსხვილესი იმპორტიორია. კორპორაციის გენერალური მდივანი ტაი ლი ძუანი მიესალმა ქართული ღვინის რეგიონში შეტანის იდეას და ქართული მხარე საერთაშორისო ექსპოზიციაზე მიიწვია, სადაც შესაძლებელი იქნება ქართული კულტურის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის და ღვინის დეგუსტაცია.

ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ასევე, ჭუხაის მუნიციპალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან ჭაო ძიენკუოსთან, შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ჭოუ ძიენჩუნი, ხენგცინის ადმინისტაციული კომიტეტის დირექტორი ჭ’ მაძიანი და სხვა სამთავრობო პირები. შეხვედრაზე განიხილეს ღვინის კუანტუნის პროვინციაში შეტანის საკითხი, გამოითქვა ქალაქ ჭუხაისა და ანაკლიის დაახლოების სურვილიც, მხარეებმა, კიდევ ერთხელ, სამომავლო პროექტებში თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები