Euronews-ის ფოტოკოლაჟი – მსოფლიოს უჩვეულო ნაძვის ხეებს შორის თბილისის ნაძვის ხეც მოხვდა

“ევრონიუსი“ მსოფლიოს უჩვეულო ნაძვის ხეების სიას აქვეყნებს. “ევრონიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟში, ექვსი სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო ნაძვის ხეა წარმოდგენილი, მათ შორისაა თბილისში, თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის ფოტოც.

კოლაჟში შესულია ასევე მექსიკის, ესტონეთის, კოლუმბიის, ლაბანის და სინგაპურის უცნაური ნაძვის ხეების ფოტოები. ფოტოკოლაჟის გარდა, გამოცემა ნაძვის ხის წარმოშობის ისტორიის შესახებაც წერს.

„საშობაო ნაძვის ხეს დიდი ისტორია აქვს. ის ხე ხომ ძველი ეგვიპტის მარადმწვანე ხეებიდან იწყებს ათვლას და მუდმივი ცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენდა“, – წერს „ევრონიუსი“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ნაძვის ხეს საახალწლოდ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რთავენ, მაგრამ საახალწლო ხის ფორმა განსხვავებულია. „გზავნილი ერთია – გილოცავთ შობა -ახალ წელს!“

10660867_10205055066487953_1064561292_n

12388111_10205055066087943_1621720033_n

12395310_10205055066247947_886797764_n

12404098_10205055066527954_715064124_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები