იგორ კოლომოისკი – სააკაშვილს სახეს ავულეწავ და ძაღლივით ვცემ

უკრაინელმა ოლიგარქმა, დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან სააკაშვილს საარჩევნო კამპანია დაუფინანსა და მისი გადაყენების შემდეგ სააკაშვილს ცემით ემუქრება. კოლომოისკი ამბობს, რომ გუბერნატორად დანიშვნამდე სააკაშვილი მასთან დნეპროპეტროვსკში ჩავიდა.

„ის გვაქებდა, სადღეგრძელოებში ჩვენზე ძალზე დადებითად საუბრობდა. ჩემზე ამბობდა, რომ მე პუტინისთვის ნომერ პირველი მტერი გავხდი სააკაშვილის ნაცვლადო“, – ამბობს კოლომოისკი.

ოლიგარქი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილს ოდესმე დაიჭერს,  მას აუცილებლად „სახეს აულეწავს“.
„როგორც კი ის თანამდებობიდან წავა, მე მას ძაღლივით ვცემ“, – განაცხადა იგორ კოლომოისკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები