აზერბაიჯანში მანათის „მცურავმა კურსმა“ მაღაზიების ნაწილის დახურვა გამოიწვია

აზერბაიჯანის სავაჭრო ობიექტებმა იმპორტული საქონლის გაყიდვა მას შედეგ შეზღუდეს, რაც მანათის კურსი დოლართან მიმართებაში მკვეთრად შემცირდა. ნაციონალური ვალუტა მას შემდეგ დაეცა, რაც აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა „მცურავ კურსზე“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.
საქონლის რეალიზება, პირველ რიგში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებმა და აფთიაქებმა შეწყვიტეს. პორტალ haqqin.az-ის ონფორმაციით, ამ მაღაზიებში საქონლის ფასის კორექტირება მიმდინარეობს. შეზღუდვა იმპორტული საქონლის გაყიდვაზე სასურსათო მაღაზიებმაც დააწესეს. თავისუფალ კურსზე გადასვლის შემდეგ აზერბაიჯანული ვალუტა დოლართან, ევროსთან და რუსულ რუბლთან მიმართებაში 47%-ით გაიაფდა. მანათის დევალვაცია წელს უკვე მეორედ ხდება. 2015 წლის 1-ელ იანვართან შედარებით, როდესაც დოლარი 0,78 მანათი ღირდა, აზერბაიჯანის ნაციონალური ვალუტა ორჯერ გაიაფდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები