უკრაინელი ექსპერტი – სააკაშვილს კრემლის აგენტად გამოაცხადებენ

უკრაინაში დაწყებულია კამპანია, რომლის მიზანია ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის „კრემლის აგენტად“ გამოცხადება და რუსეთის ბიზნესინტერესებთან მისი დაკავშირება. ეს მოსაზრება ფონდ „უკრაინული პოლიტიკის“ ხელმძღვანელმა, კოსტ ბონდარენკომ გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის შს მინისტრს, არსენ ავაკოვს შორის კონფლიქტი მოხდა. უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე ავაკოვმა სააკაშვილი რუსი ბიზნესმენებისთვის ოდესის პორტისპირა ქარხნის მიყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არსენ ავაკოვი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ხელმძღვანელობს და ქვეყანას ძარცვავს. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ოდესის გუბერნატორს ჭიქა ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები