პრემიერ-მინისტრი: პროკურატურაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა შეუძლებელია

პროკურატურაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა შეუძლებელია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელმაც პირველად გააჩინა საქართველოს მთავარი პროკურორის გამჭვირვალე წესით არჩევის შესაძლებლობა.
“მინდა გამოვყო პროკურატურის რეფორმა, რომლის შედეგად ის ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ორგანოდ. მისი ორგანიზაციული სტრუქტურა მოწყობილია ისე, რომ შეუძლებელია მის საქმიანობაზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის არსებობა და მოხდენა.
შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელმაც პირველად გააჩინა საქართველოს მთავარი პროკურორის გამჭვირვალე წესით არჩევის შესაძლებლობა. სწორედ ამ პრინციპით შერჩეული მთავარი პროკურორი გვყავს დღეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო სამ წელში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის, რაც, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მთავრობის მხრიდან მის საქმიანობაში ჩაურევლობას ეხება. ღარიბაშვილის განცხადებით, სასამართლო წნეხისგან ახალმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა.
“ჩვენ გავათავისუფლეთ სასამართლო ყოველგვარი სახელისუფლებო წნეხისგან”, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები